გიორგი მამარდაშვილი "ვილი-არეალი" - "ვალენსიის" შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
ლა ლიგის 29-ე ტურში მამარდაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად 0-1 წააგეს, თუმცა 23 წლის ქართველი მეკარე ორივე გუნდში საუკეთესო იყო. მან პირველ ტაიმში ალექს ბაენას პენალტი აუღო, ჯამში კი ექვსი სახიფათო დარტყმა მოიგერია. ოცდაცხრა ტურის შემდეგ 40 ქულით "ვალენსია" მერვე ადგილზეა. მომდევნო, 30-ე ტურში მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები 30 მარტს "მალიორკას" შეხვდებიან.
