საქართველოს ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის გამარჯვებულია
"ბორჯღალოსნებმა" ფინალში პორტუგალიის გუნდი 36-10 დაამარცხეს და ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ, საერთო ჯამში კი მეთექვსმეტედ მოიგეს. გამარჯვებულებს შორის ორი ლელო აკა ტაბუცაძემ დადო, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ აიღეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე ჯალაღონია აღიარეს. საჯარიმოები და გარდასახვები ზუსტად ლუკა მატკავამ შეასრულა.
