ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში დღეს ჩამოვა
რამდენიმე საათში საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი დაიწყება. იენს სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვა. გენერალური მდივანი შეხვდება პრემიერ-მინისტრს, მედიისთვის დაგეგმილია ერთობლივი განცხადება. დღესვე სტოლტენბერგი აუდიენაციას გამართავს სალომე ზურაბიშვილთან. ხვალ კი ნატოს გენერალური მდივანი ერევანში გაემგზავრება.
