ბაიდენის განცხადება
„ერთი კანდიდატი ზედმეტად მოხუცი და პრეზიდენტობისთვის მენტალურად შეუფერებელია, მეორე კი მე ვარ“,- ასე იხუმრა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით „გრიდიონ კლუბში“ სადილზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს და იუწყება რომ მიღებაზე პრეზიდენტმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, უკრაინის ომთან დაკავშირებით ისაუბრა.
