რუსეთი შავი ზღვის ფლოტის დაცვას აძლიერებს
რუსეთი უკრაინული დრონებისგან შავი ზღვის ფლოტის დაცვას აძლიერებს. შესაბამისი განკარგულება თავდაცვის მინისტრმა გასცა. მანვე შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტი მოინახულა და მეთაურობას უკრაინის თავდასხმების მოსაგერიებლად დღისა და ღამის წვრთნების ჩატარება დაავალა.