პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტს აფასებენ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პრემიერის ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა და სამომავალო თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით.
