მექსიკაში მყოფი ქართველები
გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მექსიკის საზღვარზე საქართველოს 30 მოქალაქე გაიტაცეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ მექსიკაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ისაუბრა, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს. მისი თქმით, საზღვარზე მყოფი ქართველები თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ, გავრცელებული ინფორმაცია გატაცებასთან დაკავშირებით, კი სიცრუეა. მექსიკაში მყოფი ქართველები სოციალურ ქსელშიც ავრცელებენ ცნობებს. აღნიშნავენ, რომ ის, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება, სიცრუეა.
