სალომე ზურაბიშვილის მორიგი ვეტო
პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ე.წ მოტივირებული შენიშვნების განხილვას იწყებს. „მოტივირებულ შენიშვნებზე“ ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს და წინასწარი ინფორმაციით, მომავალ კვირასვე პლენარულ სხდომაზე გავა. პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს დაადო, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. მმართველ გუნდში ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას დემარშს უწოდებენ.
