ზურაბიშვილის შეცვლილი განცხადება
არაღირებული შეცდომა და თავის მართლება ახალი პოსტით. ზურაბიშვილის მიერ დაწერილი პოსტი ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, რომელსაც დამოუკიდებლობის მაგალითი უწოდა აფხაზი მოსამართლეებისგან, ეგრეთ წოდებულით შეიცვალა. ეს მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილი მოსამართლეების ლეგიტიმაციის მცდელობაში, საზოგადოებამ ამხილა. პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მესამე შტოს აღიარებას ახლა უარყოფს და სოციალურ ქსელში, ახალ პოსტს აქვეყნებს. ზურაბიშვილი წერს, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება მოხდა, რაც მისი დისკრედიტაციის მცდელობაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება არის შემაშფოთებელი და მიუღებელი. მათივე განცხადებით, ზურაბიშვილმა საკუთარი შეცდომა, მმართველი გუნდის და საზოგადოების ზეწოლის შემდეგ გამოასწორა.