ე.წ ვეტინგის სისტემის მოთხოვნა
9 მოსამართლის სურვილი მათი კეთილსინდისიერება, ე.წ ვეტინგის სისტემით შემოწმდეს, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს არის დავალება, შიდა პოლიტიკური ოპოზიციური ძალების მხრიდან და არამარტო. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ეს პირდაპირ არის ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა და უხეში ჩარევაა სასამართლოს საქმიანობაში.
