შერმადინის MVP ლიგა ენდესაში
ესპანეთის ლიგა ენდესას 25-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „მორაბანკ ანდორა“ 13-ქულიანი სხვაობით 79:66 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი, ქართველი კალათბურთელი გახდა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ყოფილ გუნდთან ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგიმ 28 წუთი ითამაშა, რა დროშიც 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 3 დაფარება დააგროვა. მან 11-დან 9 2-ქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი ქულებით და სარგებლიანობის კოეფიციენტით ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის MVP ტიტული მოიპოვა.
