აშშ - წმინდა პატრიკის დღე
მსოფლიოს სხვადასვა ქვეყენაში ირლანდიური დღესასწაული წმინდა პატრიკის დღე აღნიშნეს. ზურმუხტის კუნძულის მფარველის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ნიუ იორკში, მეხუთე ავენიუზე მოეწყო. მასში მწვანე სამოსში გამოწყობილმა ასობით ადამიანმა, მეტწილად ირლანდიელებმა მიიღეს მონაწიელობა. წმინდა პატრიკის დღე იზეიმეს ჩიკაგოშც, იქ დღესასწაულთან დაკავშრებით მდინარეც კი მწვანედ გააფერადეს.
