სადაზვერვო თანამგზავრების ქსელი
ილონ მასკის კომპანია „სპეის იქსი“, შერთებული შტატების დაზვერვის სამხედრო კოსმოსურ სამმართველოსთან გაფორმებული საიდუმლო კონტრაქტის ფარგლებში, სადაზვერვო თანამგზავრების ქსელის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ როიტერი 5 წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტზე „სპეის იქსის“ განყოფილება „სტარ შილდი“ მუშაობს. მილიარდ 800 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი, 2021 წელს გაფორმდა.
