ტყის ხანძარი ჩინეთში
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, მესამე დღეა ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ცეცხლის გავრცელებას, ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ხანძარი ტიბეტის ხეობაში გაჩნდა და ქარის გამო, რამდენიმე მიმართულებით გავრცელდა. ცნობები მსხვერპლის და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.
