საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში
მესამე დღეა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ელექტორატის ნახევარზე მეტმა, დახლოებით 60%-მა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ხმის მიცემის პროცესი პარასკევს დაიწყო. ქვეყნის პირველი პირის პოსტზე 4 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ხმების დათვლა დღეს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყება. საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია 28 მარტს გამოაცხადებს.
