მექსიკაში მყოფი ქართველები
მექსიკის საზღვარზე გატაცებული საქართველოს 30 მოქალაქის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ თემაზე „ქრონიკასთან“ მექსიკაში მყოფმა ერთ-ერთმა ქართველმა ისაუბრა, რომელსაც საჯაროდ ვინაობის გამხელა არ სურს. მისი ინფორმაციით, საზღვარზე მყოფი ქართველები თავს კარგად და უსაფრთხოდ გრძნობენ, გავრცელებული ინფორმაცია გატაცებასთან დაკავშირებით, კი სიცრუეა. სოციალურ ქსელშიც ავრცელებენ ცნობებს. აღნიშნავენ, რომ ის რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება, სიცრუეა.
