ე.წ ვეტინგი - მოსამართლეების გამოხმაურება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ე.წ ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მოსამართლე ამბობს, რომ ე.წ ვეტინგის სისტემას ითხოვენ ის მოსამართლეები, რომლებსაც ამ სისტემით შემოწმება არ ეხებათ და მისი განცხადებით, მათი ეს საქციელი არა კოლეგიალურია. ასევე ეჭქვეშ აყენებენ კოლეგა მოსამართლეების კეთილსინდისიერებას. განცხადებაში წერია, რომ ამ საქციელით რამდენიმე მოსამართლე მწვანე შუქს უნთებს ე.წ ვეტინგის სისტემის გავრცელებას არა მარტო 57 მოსამართლის მიმართ, არამედ მიესალმებიან ამ პროცედურის დაწყებას მთელ სასამართლო სისტემაში. მეთოფიშვილი წერს „ვეტინგის სიტემის“ წარუმატებელ მაგალითებზე სხვადასხვა ქვეყნებში. მოსამართლე იხსენებს წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ „არაოფიციალურ ვეტინგის სისტემას“ რომლის დროსაც მოსამართლეები სახლში გაუშვეს „სასამართლოს გაჯანსაღების“ სახელით. ე.წ ვეტინგთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელში დააფიქსირა მოსმართლე ლევან თევზაძემაც. მან ე.წ ვეტინგის სისტემის უკრაინაში განხორციელებულ უარყოფით პროცესებზე დაწერა.
