აკაკი შულაიას ეფექტური გოლი
უზბეკეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ქიზილქუმი, ნასაფთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა, აკაკი შულაიამ კი ეფექტური გოლი გაიტანა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში 2-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, ქართველმა ფეხბურთელმა კი სხვაობა 64-ე წუთზე შეამცირა. აკაკიმ ბურთი ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა და მიმდინარე სეზონის სამ შეხვედრაში 2 გოლი დაუგროვდა. ის მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო გიორგი კუხიანიძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძელთა შორის კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, თემურ ჩოგაძემ ითამაშა.