რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი
დღეს იმედზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალია. საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალიაა და ბორჯღალოსნები ტიტულის დაცვას პარიზში შეცდებიან. ფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. ტრადიციულად პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.