პროტესტი ისრაელში
თელ-ავივსა და იერუსალიმში, მორიგი ანტისამთავრობო აქციები იმართება. მონაწილეებმა მძევლების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ისრაელის პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვენ. თელ-ავივში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, დააკავეს 1 ადამიანი. საპროტესტო აქციები იმართება იერუსალიმშიც.
