მაკრონი უკრაინის დახმარებაზე
„საფრანგეთს უკრაინის დასახმარებლად, ლიმიტები არ აქვს, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი“,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, უკრაინულ მედიასთან. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ დღეს უკრაინაში სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე აქამდე, რადგან, რუსეთი გადავიდა საომარ ეკონომიკაზე და საერთაშორისო არენაზე, პერსპექტივასთან დაკავშირებით დიდი გაურკვევლობაა. მაკრონმა უკრაინისთვის ამერიკული დახმარების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის გრძელვადიან დახმარება, შეერთებული შტატების ინტერესებშია, რადგანაც „უკრაინაში საერთაშორისო სამართლის ბედი წყდება“.
