ე.წ ვეტინგის სისტემის მოთხოვნა
9 მოსამართლის სურვილი მათი კეთილსინდისიერება, ე.წ ვეტინგის სისტემით შემოწმდეს, ისევ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს არის დავალება, შიდა პოლიტიკური ოპოზიციური ძალების მხრიდან და არა მარტო. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ეს პირდაპირ არის ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა და უხეში ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში.
