„თბილისი პრაიდის“ სტრატეგია
როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ის კანონპროექტად იქცევა. მესამე დღეა თბილისი პრაიდის ორგანიზებით, ნატახტარში, ვილა მოსავალში შეხვედრა იმართება. მსჯელობენ და აწყობენ გეგმებს, როგორ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში და როგორ უნდა გაასაღონ კანონპროექტი რუსულად. გეგმის ერთ-ერთი ნაწილია ევროპული მომავლის საფრთხეზე საუბარი. მთავარ ხაზად აირჩევენ პედოფილიის საკითხს. სემინარის მონაწილეები კომენტარს არ აკეთებენ.
