ზურაბიშვილის შეცვლილი განცხადება
სალომე ზურაბიშვილი თავის მართლების რეჟიმშია. ზურაბიშვილის მიერ დაწერილი პოსტი ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებით, რომელსაც დამოუკიდებლობის მაგალითი უწოდა აფხაზი მოსამართლეებისგან, ეგრეთ წოდებულით შეიცვალა. ეს მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილი მოსამართლეების ლეგიტიმაციის მცდელობაში, საზოგადოებამ ამხილა. პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მესამე შტოს აღიარებას ახლა უარყოფს და სოციალურ ქსელში, ახალ პოსტს აქვეყნებს. ზურაბიშვილი წერს, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება მოხდა, რაც მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.
