პრემიერის მოწვევით 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით საქართველოში UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ჩამოვა. 18 მარტს, 18:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები დახვდებიან. ასევე ცნობილია ისიც, რომ 27 წლის მებრძოლი საქართველო ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს. ილია თოფურიამ UFC-სი 298-ზე ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. ის პირველი ქართველი და ამასთანავე ესპანელი მებრძოლია, რომელმაც ქამარი მოიგო. ამ მოგებით თოფურიას 15 ბრძოლიდან 15 გამარჯვება დაუგროვდა და ჩემპიონი დაუმარცხებელი სერიით გახდა
