ზურაბიშვილის განცხადება - გამოხმაურებები
სალომე ზურაბიშვილმა სეპარატისტული ხელისუფლების ე.წ. მსაჯულები დამოუკიდებელ მოსამართლეებად მოიხსენია და ამით ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მესამე შტო აღიარა. ზურაბიშვილი მის პირად ფეისბუქზე, ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, სადაც წერია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამაზე პრეზიდენტი წერს: „დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან”. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება, მიუღებელია. მათი თქმით ეს შეიძლება იყოს გარკვეული ძალებისგან ნაკარნახევი, რომლებსაც აწყობთ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის და ოკუპაციის აღიარება