პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში
მსოფლიო გამოწვევების ფონზე ახალი ენერგო დერეფნისა და ტრანზიტის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ამაზე მსოფლიო თანამეგობრობა თანხმდება, ამ მხრივ აზერბაიჯანის რესურსი მსოფლიო მონაპოვარია, ამ მონაპოვრის ტრანსპორტირებისთვის კი სტაბილური და სწორი რეფორმების მქონე საქართველო ყველაზე საიმედო პარტნიორია. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივი ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრიდან, სადაც ძველი და ისტორიული მეგობრობის ახალი და კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი გაიხსნა. ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთი პირველი ვიზიტისთვის, ხოლო საქართველოს პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ქვეყნის სუვერენიტეტის ერთგული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
