პრემიერის მოწვევით 18 მარტს ილია თოფურია ჩამოვა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით საქართველოში UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ჩამოვა. 18 მარტს, 18:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები დახვდებიან. ასევე ცნობილია ისიც, რომ 27 წლის მებრძოლი საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს
