ინფრასტრუქტურული პროექტები ხარაგაულში
ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ხარაგაულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელ კიცხში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი და მშენებლობაზე მილიონი ლარი იხარჯება
