რადიკალების გეგმა გაშიფრულია
რისთვის ემზადება „თბილისი პრაიდი“? პრაიდის ორგანიზებით, „ვილა მოსავალში“ ტარდება სემინარი. განიხილავენ, როგორ უნდა გააპროტესტონ მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ის კანონპროექტად იქცევა. ისევ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. „თბილისი პრაიდის“ გეგმის მიხედვით, კანონპროექტის ირგვლივ სხვადასხვა მიმართულებით ააგებენ კამპანიას. დაიწყება საუბარი, რომ პროექტი რუსულია. გახმოვანდება გზავნილები, რომ კანონპროექტი ზღუდვას უფლებებს, მათ შორის ბავშვებისა და შშმ პირების. იტყვიან, რომ წესდება ცენზურა, ხდება ხელოვნებაში ჩარევა. ერთ-ერთ მთავარ ხაზად აირჩევენ პედოფილიის საკითხს. ასევე ევროპულ მომავალს. დგინდება სპიკერების სიებიც და მასში უნდა შევიდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. სემინარის მონაწილეები კომენტარს არ აკეთებენ. ცნობისთვის, როგორც „თბილისი პრაიდის“ ოფიციალურ ვებ გვერდზეა მითითებული, ორგანიზაციის დონორები არიან დემოკრატიის ეროვნული ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და ნიდერლანდების სახელმწიფო