ზურაბიშვილის განცხადება - გამოხმაურებები
სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მესამე შტო აღიარა. ზურაბიშვილი მის პირად ფეისბუქზე ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აზიარებს, სადაც წერია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. ამაზე პრეზიდენტი წერს: დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან”. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება, მიუღებელია. მმართველ გუნდში თქვეს, რომ ეს არის პრაქტიკულად სამშობლოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს შეიძლება იყოს გარკვეული ძალების ნაკარნახევი, რომლებსაც აწყობთ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის და ოკუპაციის აღიარება