ნეთანიაჰუმ რაფაჰში სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰში სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერის ადმინისტრაცია იტყობინება. „ისრაელის თავდაცვითი ძალები ემზადებიან ოპერატიული კუთხით და მოსახლეობის ევაკუაციისთვის". ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში. ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის სამოქმედო გეგმა ჯერ არ უნახავს და იმედი გამოთქვა, რომ ის რაფაჰის მოსახლეობისა და ლტოლვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იქნება ორიენტირებული
