ევროკომისიის გადაწყვეტილება
ევროპაში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ, ევროკომისიამ კლიმატურ და გარემოს დაცვით ზომებთან დაკავშირებული შეღავათები წარადგინა. ფერმერები, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ, აცხადებენ, რომ ევროკომისიის მიერ ინიცირებული საწვავის სუბსიდიების შემცირება და გარემოს დაცვის რეგულაციები, მათ საქმიანობას მძიმე ტვირთად აწვება და ფინანსურად აზარალებს. მათი თქმით, ევროკავშირის მიერ სხვა ქვეყნებთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ასევე ქმნის არა სამართლიან კონკურენციას
