ერთობლივი განცხადება
გაეროს 50-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, მკაცრად გმობს რუსეთის არალეგიტიმურ მცდელობებს, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. „ასეთ არჩევნებს არ აქვს იურიდიული ძალა. ვუერთდებით გენერალური ასამბლეის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში
