ინციდენტი საარჩევნო უბანზე რუსეთში
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს რუსეთში საარჩევნო უბნებზე ვანდალიზმის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მოსკოვის ერთერთ უბანზე ახალგაზრდა ქალმა საარჩევნო ყუთში ბრილიანტის მწვანე ჩაასხა. სხვა უბანზე, კი ხანდაზმულმა ქალმა ხმის მიცემისთვის განკუთვნილ კაბინას აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს ერთერთ საარჩევნო უბანს სანკტ პეტერბურგში. ინციდენტები მოხდა სხვა ქალაქებშიც. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 15 მარტს დაიწყო და 17 მარტს დასრულდება