ოდესაში გლოვის დღეა
ოდესაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. 16 მარტი რეგიონში გლოვის დღედაა გამოცხადებული. ოკუპანტთა სარაკეტო თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 70 აღემატება. ოდესის დაბომბვის ფაქტს ღამის ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ ტერორისტი სახელმწიფოს თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება
