იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა
იუსტიციის სასწავლო ცენტრს, ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარეობის ნიშნად, სიმბოლური გასაღები გადაეცა. სიმბოლური გასაღები, საქართველოს, ტალინში, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერების აკადემიაში გადაეცა. 2024 წლის სექტემბერში იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს. იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას
