ნიკა მაისურაძე კროსფიტში ევრაზიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ქართველი სპორტსმენი ნიკა მაისურაძე კროსფიტში ევრაზიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეჯიბრებაში, რომლის მასპინძელიც თურქეთი იყო, მაისურაძემ ფუნქციონალურ და ძალისმიერ კონკურსში საუკეთესო შედეგი აჩვენა. სულ ტურნირზე 6 ქართველი გამოდიოდა. კროსფიტი ისეთი ფიზიკური დატვირთვაა, რომელიც მაღალი ინტენსივობით სხვადასხვა სახის სავარჯიშოებს მოიცავს
