სკოლაზე თავდამსხმელი მოზარდის მამა დამნაშავედ ცნეს
მიჩიგანის სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული 15 წლის მოზარდის მამა, არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ბრალდების თანახმად, 47 წლის ჯეიმს ქრამბლიმ, შვილის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო ყურადღება არ მიაქცია და თვითონ უყიდა 15 წლის მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი. მიჩიგანის სკოლაზე 2021 წლის ნოემბერში განხორციელებული თავდასხმის დროს, ითან ქრამბლმა 4 მოსწავლე მოკლა და 7 დაჭრა.
