ქართული ღვინის დეგუსტაცია გერმანიაში
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა მიიღეს მონაწილეობა. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ მხარდაჭერით, „პროვაინის“ სივრცეში 28 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. გაიმართა ქართული ღვინის პროფესიული დეგუსტაციებიც, რომელთაც ცნობილი ადგილობრივი ღვინის მაგისტრები და სომელიეები უძღვებოდნენ.

სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები