რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო
რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლეონიდ სლუცკი, კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი და „ახალი ხალხის“ პარტიის კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არცერთი ოპოზიციური კანდიდატი არ დაარეგისტრირა. 71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთის ფედერაციას 24 წელია, მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ 6 წლით აპირებს.
