დაგეგმილი ვიზიტები აზერბაიჯანში
ევროპის შემდეგ სამეზობლო. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანში ვიზიტი დააანონსა. ბაქოში ხვალ ჩავა საგარეო საქმეთა მინისტრიც. ილია დარჩიაშვილი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატის საგარეო საქმეთა მინისტრების მეცხრე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მხარეები სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს და მისი გაძლიერების პერსპექტივებს განიხილავენ. ყურადღება გამახვილდება სამი ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებზეც

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები