ნახევარი მილიონი დოლარი როზნერის დავალების შესრულებაში
ვაშაძე-ხაბეიშვილმა და „ლელომ“ საზოგადოების სიდუხჭირეზე საუბრის პარალელურად, ფასების თემით მანიპულაციისთვის სოციალურ სივრცეში გაშვებულ რეკლამებში, ჯამში, ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადეს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სოცქსელშივე იძებნება. საუბარია ბოლო ოთხი წლის ხარჯებზე. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს სოცმედიაში რეკლამაზე 180 ათასი დოლარი აქვს გადახდილი. მეორე ადგილზეა პარტია „ლელო“, რომელმაც უკვე 100 ათასი დოლარი გადაიხადა. მესამე ადგილს იკავებს ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“, თითქმის 74 ათასი დოლარის ღირებულების რეკლამებით. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ თანხის ფონზე სიდუხჭირის თემით მანიპულირება იმის დასტურია, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოების ინტერესები არც ახლა და არც წარსულში არ აინტერესებდათ
