ევროპარლამენტი რუსეთში დამკვირვებლებს არ გაგზავნის
რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპარლამენტი არ დააკვირდება და არც მის შედეგებზე გააკეთებს კომენტარს. ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს არცერთ დეპუტატს არ აქვს მინიჭებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სახელით დაკვირვების უფლებამოსილება.
