ამერიკელი ანალიტიკოსები კიევს აფრთხილებენ
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები კიევს აფრთხილებენ, რომ რუსეთის არმია ფრონტის ხაზზე მათ პოზიციებს ახალი ძალით შეუტევს. მოსკოვი უკრაინის არმიაში საბრძოლო მასალების ნაკლებობით ისარგებლებს და სამი მიმართულებით წამოიწყებს შეტევებს.
