ქუჩების რეაბილიტაცია
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში შიდა გზების მოწყობა მიმდინარეობს .ჯამში 3 კმ-ზე მეტი სიგრძის გზა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 1.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, პროექტი მიმდინარე წელს დასრულდება.
