შეტევა ცესკოზე
ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულმა ცესკოს თავმჯდომარემ, რომელიც პრეზიდენტის პრაიმერიზზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, კიდევ ერთხელ შეაფასა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან წამოწყებული კამპანია. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის თავდასხმა საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ, ამჯერადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პერიოდს დაემთხვა. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება ემსახურება ცესკოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის პროგრესის გადაფარვას.
