ამერიკამ დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა
მუხლი, რომლის საფუძველზეც კეზერაშვილს ვიზაზე უარი ეთქვა, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. კეზერაშვილი კი, სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის. მან ამერიკის ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში, 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა, უარი კი ამავე წლის 18 ივლისს მიიღო. შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა.
