ნულოვანი ინფლაციის მაჩვენებელი
რადიკალური ოპოზიციის პიარკამპანია ფასებთან დაკავშირებით რომ სპეკულაციაა, ამას საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მცირდება, ინფლაციის დონე კი კლებისკენ მიდის. უწყება განმარტავს, რომ საუბარია ფასების ჰარმონიზებულ ინდექსზე, რომლის მიხედვითაც წლიურმა ინფლაციის დონემ 0% შეადგინა. ეკონომიკურ გუნდში შედეგებს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის სწორ და კოორდინირებულ თანამშრომლობას უკავშირებენ.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები