აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თბილისში
ქართულ-აზერბაიჯანული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული პროექტები, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა თბილისში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. წელს ჩვენი ქვეყანა საქართველოს, თურქეთისა და აზებაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს. რამილ უსუბოვს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი შეხვდნენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
